რომ შენს ტვინში ამოზრდილი ტანი ვარ


მოილოდინებს ზეცაცა და მიწა
ძილბურანში ქარიშხალი გაიარს
და მიხვდები, მიხვდები ამ წამითაც
რომ შენს ტვინში ამოზრდილი ტანი ვარ.
იგრძნობ დილას, უფრო მეტად სიტყვებსაც
რომ შენს იქით სამყაროა ხილული
და ჩადიან, უფრო მეტად ეტევა
სიანკარე გულში გადაკიდული.
შენი ცა ვარ, მას იქეთ კი უფრო ცა
ამ ფიქრებით ნახე როგორ ვმაღლდები
უსასრულო, უსასასრულო ღამესაც
მაისის მზეს გადატყორცნი მშვილდებით.
თუ რომ მიტომ სუნთქვას ვიგრძნობ ანწლიანს
სულს შთაბერავ ყოველ ნერვს თუ კაპილარს
და მიხვდები, მიხვდები ამ წამითაც
რომ შენს ტვინში ამოზრდილი ტანი ვარ.
2021

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი