მე რომ მიყვარდა შენ ხარ ის ქალი


ცა მოღრუბლულა, ქროლავს ცისკარი
ზეცას პირქუში მზერა ატყვია
გამოდარებას ალბათ იჩქარი
სულში ფიქრები მწარე აგშლია.
ხედავ გაშავდა ყველა ღრუბელი
ქარმა ფოთლები ისევ არია,
ცაში ვარსკვლავი ქრება ულევი
სხვა სამოთხეში წასვლა არჩია.
ვერ დაივანებს წუთისოფელი
გამოაღვიძებს ქვესკნელს გრიგალი 
შინ დაბრუნებას ნუღარ მოელი
მე რომ მიყვარდა შენ ხარ ის ქალი.
შენ მიგამსგავსე იმ ეკლიან გზას
ფეხსაც, რომელსაც ძლივს აკარებდი
შენ გადარებდი მარგალიტს, რადგან
მკერდით, რომელსაც შენ ატარებდი,
ზღვას სიმკამკამით შენ გამსგავსებდი
როცა ვძერწავდი შენს ლამაზ თითებს,
ვეფხვს გადარებდი გამძვინვარებულს
მეგონა შენზე შევთხზავდი მითებს.
2016

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი