წვიმა


დამტვერილ ქუჩებს წვიმა ესხმება.
უხმოდ, ლიმნისფრად აწვიმს ქარაფებს.
ჩაღვენთილ მინებს ორთქლად ედება,
მოვა, მოიტანს ქვეყნად არაფერს.
მერე ატყდება ქუხილი, გრგვინვა
ცაში მოხაზავს ირისის ფერებს,
გაიჯახუნებს კარს, ისე წავა
ერთხელ მოსული ერთხელ იწვიმებს.
მეორედ მოვა დააწვიმს ქალაქს
დამტვერილ ქუჩებს, სახლებს კარამდე.
იწვიმებს დღესაც, იწვიმებს ხვალაც
შემოდგომიდან შემოდგომამდე.
2016

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი