მზე ცხრათვალა გადიწვერა


მზე ცხრათვალა გადიწვერა
ვარდი თვალებს ახამხამებს,
შეიღება ვარდისფერად
წიგნი ვრცელი გადავშალე.
მოჩანს მთვარე ნარინჯისფრად
როგორც შუქი მატარებლის,
სიბნელე თვლემს ფარდის მიღმა
ვით ყვითელი ზაფრანები.
ვხედავ ქუჩებს ფანჯრის იქით
ღამის ნისლი მოსდებია,
და სხივები ჩამავალ მზის
სიზმარივით შორდებიან.
2017
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი