ქარბუქი ნისლებს ხვეტდა ღამეში
ქარბუქი ნისლებს ხვეტდა ღამეში და აკაციის ცვენაც მოთავდა, იქნებ იმ ღამით, რომ არ გამეშვი ვიდარაჯებდი მე შენს მოსვლასთან?! ღამეს საზანდარს ჩრდილი ეხდება და სასთუმალთან მიზის მზის სხივი, გარეთ სიგნალებს პირი ეკვრებათ და აკაცია უცრემლოდ იწვის. მე გადაგფურცლე ფოლიანტებად ვიკმარე შენი მწარე ნაღველი, ჩირაღდანივით გული ალდება და აკაცია თავს ხრის დარცხვენით. გამოგიტირე უცრემლო გზაზე როგორც უბიწო მიცვალებული, და შენ კი ჩემი კივილის ხმაზე შუშანიკივით იყავ გვემული.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი