წამების გრადაცია.
მე გავირყვენი ამ ცხოვრებისგან და მატარებლის ბაქანთან მდგარი დაგელოდები როცა ხმებიან განცდა ლოდინის — წუთები მკვდარი. ახლა ძვირფასო, ამ სამყაროდან დაგვიანებულ მგზავრივით გიცდი შენ აღარა ხარ, უდგას ჩემს ყალანს დღე საშინელი და სუიციდი. ახლა ძვირფასო, შორი ველიდან მე სისხლიანი ყვავილი მომაქვს ლიანდაგები ჩემი ნეკნია და ზედ შავბნელი ღრუბელი ბოლავს. აჰა დაბნელდა, მოჯარდა ქუჩის სალახანების ხმა გამკივარი, მე გამოზრდილი და ქვეყნის ბუში ვარ გადაშლილი — მფურცლავს მკითხავი. მაცლიან გულს და მაცლიან ხელებს მე გელოდები ისევ უძილოდ, ჯერ მომკლავს, მერე თუ გამამთელებს ეს მოლოდინი, სანამ ვუსმინო ამ ქუჩის ხმაურს, ამფითეატრში ჩემით ტკბებიან როცა მაცლიან სულს და იმედებს, ასე მფეთქავი როცა წამების მსდევს გრადაცია. 2021
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი