როცა მიმტყუნებს ბედი უგულო
როცა მიმტყუნებს ბედი უგულო მე მიწისქვეშა სიობლე დამღლის. იქნება ერთიც ჩავიღიმილო და მერე დამკბენს ყველა ეკალი. ახარხარდება ყველა საფლავი და მე ვიქნები ცაზედაც შორი დავიქანცები პეპლის ფარფატით და ისევ დამღლის ბედი სიობლის. წუთით იელვებს მზის ანარეკლი გაირინდება ყველა საფლავი მე უნდა შევხსნა საფლავს კარები უნდა დავტოვო ცოდვის კარავი. მე უსათუოდ ვიწამებ უფალს მე უსათუოდ ბნელსაც გავარღვევ და არ ვიცხოვრებ მერე ეულად სხვაგან უფრო შორს ჩემს სახლს ავაგებ. ეს გზა შორია, ცაზედაც შორი ეს გზა სიობლის მოსათმენია, მერე იპოვი ბედის დალოცვით უფრო ახლოს და ვიღაც შენიანს. 2021
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი