ელვარებდა ნაპირი


ელვარებდა ნაპირი
შორით ჰორიზონტამდე,
თვალებს ვეღარ მიაწვდენ
რა შორია მიზნამდე.
დაუბერავს ქარი და
დასცვივიან ფოთლები
უსასრულო ლოდინში
აღარ გავიოფლები.
მყუდროება შთაუნთქავს
უსასრულო ბილიკებს
სად ტოროლა გასძახის
სადაც ქარი ქვითინებს.
2014

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი