დამიბნევია ფურცლები გულზე


დამიბნევია ფურცლები გულზე
და ველი ახალ ჟამთა სიავეს,
დამსდევს ფიქრები ასე მგონია
მოკლებული ვარ კაცთა სიამეს.
ეს მოლოდინი სატანჯველისა
მღელვარე გულსაც ერთობ აშფოთებს
და ქარტეხილი შავი ბედისა
სიყმაწვილესთან უფრო მაშორებს.
მზარავს ყოველი დღის გათენება
დამიბნევია ფურცლები გულზე,
მინდა გავფანტო მძაფრი ბურუსი
გადავაბიჯო სიშმაგის ზღურბლზე.
2014

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი