ორქიდეებს შეუმოსავს მწვანე ველი ქართლისა


ორქიდეებს შეუმოსავს მწვანე ველი ქართლისა
მაღლიდან, რომ გადმოჰყურებს,სადაც შუქი მთვარისა.
ვისაც ატკბობს ხილვა მზეთა შუქ მწველის და ელვარეს,
ქართლისაკენ მოუხმობენ ხმით შორიდან მჭექარეს.
ზღვის ტალღებით გადმოსერავს ქარი უცნობ ბილიკებს,
ორქიდეებს ესალმება პირზე იკრავს მიმიკებს.
გადათელავს უცნობ ველებს გრიგალი და ქარბუქი,
უსასრულოდ გაიქროლებს გულღიაა, ხან უტყვი.
ალმაცერად მზერას იპყრობს ქარი ზღვისფერ თვალებით,
გარსა ირგვლივ შემორტყმული უხილავი ძალებით.
მაღლიდან, რომ გადმოჰყურებს სადაც შუქი მთვარისა,
ორქიდეებს შეუმოსავს მწვანე ველი ქართლისა.
2016

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი