თითქოს იწვიმებს დღეს ჩემს მუხლებთან


თითქოს იწვიმებს დღეს ჩემს მუხლებთან
ტკივილის წვეთიც ზედ დამეცემა,
ალბათ გრიგალიც მომიგონებდა
რომ სიმარტოვე არ დამეჩემა.
გავრიდებოდი უცხო სამყაროს
დასამშვიდებლად, ვნება გათელილს
ყოველი წუთიც დამვიწყებოდა
იქნება სჯობდა ცოდვა გამხელილს.
თითქოს დამჩემდა კვლავ სიმარტოვე
სიცივე ატანს ლამის მუხლებში,
ვით მოჩვენება საზარელ ღამის
ლანდივით დავალ უცნობ ქუჩებში.
გულში ჩამესმის ხმაური თერგის
აქაფებული ზღვის ტალღებიდან,
რჩება წარსული და სიმარტოვე
ჩემი უსაზღვრო მოგონებიდან.
2016

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი