ყოფა
ანთებულ ბაღში იმას განახებ ყოფის სიმწარე რასაც ქირქილებს. შენც დაიჯერებ: მზიან სანახებს როგორ აკვდება მკერდზე ღიღილო. როგორ გამხდარა ოცნება ფუყე გაიგებ როცა ზარებს დარეკავს, თავბრუს დაგახვევს, მოგახვევს ყულფებს და მოუნდება ბედსაც დაჯერდე. გეტყვი: ყოფაა ტკბილი სამსალა და შებუმბული ფესვის ტკივილი, შენს გარშემო რომ ავლებს სახაზავს და აგტკივდება ყველა კბილივით. იწამებ რასაც არ იწამებდი მზეს დამწვარი ტყის ბოლი დაბურავს, დაგავიწყდება ყველას სახელი ვინც გიყვარდა და აღარ დაბრუნდა, იტირებ მერე ზღვის ღელვასავით გულს დაბერებულს ვერ დაიმშვიდებ, ძველ სიყვარულსაც უნდა საფლავი მაგრამ ვერასდროს ვერ დაივიწყებ. ასეა კარგო, როს აენთება შუქი და ელვის ქამანდს გაისვრის, ჩამოგეშლება თვალწინ თელებად გადაბურდული გულის წადილი. 2022
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი