როცა დამხედავს განვლილი ჟამი


როცა დამხედავს განვლილი ჟამი
ყოფიერებას შევესიტყვები.
მე რომ მხურვალედ არ მითქვამს ამინ
მიტომაც არ ვარ ნაპატივები.
გესლიან ყოფას მე არ ვიტირებ
არ დავჯერდები ჩემს ბედისწერას
ღმერთო თუ ჩემი სული სიცივეს
იგრძნობს გამხადე ხსოვნის მეწყერად,
თუ გაიცრიცა სული ღალატით
როცა მზე არის ქვეყნისა მეკვლედ
დაე გამხადე მიწის არამი
შენაძენი და მიმაკარ კლდეზე.
როცა მიხილავს ჩემი წარსული
ყოფიერებას შევესიტყვები.
შევუერთდები არაფრის მსახურს
შორ სივრცეებში დავიტკეპნები.
2022

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი