თუ ამომხდება სული ბოლომდის


თუ ამომხდება სული ბოლომდის
მზის გათენებას მაინც დავუცდი,
თუ ცხოვრებაში ვიყავ ობოლი
ახლა ოცნებას ყავლი გაუდის.
თუ დაიკვნესებს ზეცა ჩივილით
არ გაიმეტებს ელვის მათრახებს,
დავრჩები მაშინ ღმერთის პირისპირ
ჩადენილ ცოდვებს ვილაპარაკებ.
თუ სასოებით გავა საღამო
და მომაგონებს დილა ახალ წელს,
თუნდაც სიცოცხლის სხივი ამყაროს
აღარ ვუჩივი ბედის განაჩენს.
თუ დამიტერებს ვინმე ასული
(მე ხომ ცრემლები არ მითხოვია)
არ გავეხვევი ბედის მარყუჟში
და წავალ, წავალ ჩემო თოლია.
წინ წარმიძღვება მზისა საარი,
ღამის უკუნის ჩხავილი უნდო,
ვეღარ შემნისლავს, მზეო დაჰკარი
ლახვარი სადაც უკუნი ბუდობს.
2019

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი