უღიმღამოდ


არც ზამთარია მაგრამ თოვს
კანტი-კუნტად, ალაგ-ალაგ
ბარდნის იებად მადათოვს.

არც წვიმა არის მაგრამ წვიმს
აწვიმს ვარდებად, ცრემლებად,
ლოყებღაჟღაჟა მანდარინს.

არც ქარი არის მაგრამ ქრის
ქრის ურაგანი, ქარია
სიო უბერავს მაღალ მთის.

ვარაზისხევზე ნისლია
სიჩუმე ნერვებს იოკებს
მთები უსიტყვოდ იძვრიან.

ირხევა წეროს გუნდივით 
ქარქვეტი და ცისარტყელა
გარს ეკვრის, როგორც მუნდირი.

შენა ხარ წვიმაც და თოვლიც
შრიალებს ხმელი კაჭაჭი
და ცისფრად ვღებავ მოლოდინს.

ეს ადგილიც ნამეხარი
შენ ქარი ხარ, ქარაშოტი
უღიმღამოდ გამეხარდი.
2017

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი