ნისლი მხრებზე დასთამაშებს ახოს


ნისლი მხრებზე დასთამაშებს ახოს
ამ ტყის პირას ენძელები სახლობს,
იმ ტრამალზე ხვავრიელად ათოვს
ნისლი აკრავს მოქუფრულად ტატნობს.
შიმუნვრები მიაცილებს აღალს
იმ ტრამალზე სადაც ახლაც ათოვს,
აკარდეონს ააჟღერებს მთვარე
ამ ტყის პირას გვირილებიც სახლობს.
ქარაგოზი მოედება ლატნებს,
როცა ნისლი ეფარება თვალებს,
ზედაშეებს დაუღვრიან მგოსნებს
საღათას ძილს მიეცემა მთვარე.
ქვათა,ხეთა შეადნება ჭირხლი,
ახლა მხოლოდ თოვლია და ნისლი,
ნისლი მხრებზე დასთამაშებს ახოს
ამ ტყის პირას ენძელები სახლობს.
2016

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი