იზლაზნებოდა ღრუბლები ცაზე
იზლაზნებოდა ღრუბლები ცაზე როგორც ყორანი ისეთი შავი, რომ დედამიწის შორეულ წერტილს სწვდებოდა მათი ამაყი თავი. შემოჯარული ნისლების გროვა მთის ნაპრალებზე პოვებდა ალაგს, წამოუშენდა გრიგალში სეტყვა მიწის წიაღში დასცემდა კარავს. იკლაკნებოდა ღრუბლები ცაზე და შეუმჩნევლად იცვლიდა რიგებს, როგორაც მწყემსი მოდენის ფარას, ელვა ამ ღამეს გააფერმკრთალებს. გაფითრებული გმინავდა ღამე და ძეფიროსი ხრჩოლავდა ბილიკს, როცა ეოსი ფარდებსაც გაშლის ცაზე იელვებს რიჟრაჟი დილის. 2017
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი