პოეტური შეღამება
დგება პოეტური ღამე ლორნეტებით სხეულს დამჩნევია მუქი შეღამება, მთვარე დირიჟორობს ღამის ორკესტრებით და მის ნათებაში სული იფაკლება. სულის ციებაა ყველა დანარჩენი როცა შეღამება სხეულს აატირებს, მერე უჩვეულო დგება განაჩენი და ქრიზანთემები სიკვდილს დააპირებს. უფრო მაცდურია,ვიდრე შეღამება როცა ქარში რეკავს სულის სიმფონია, უფრო ადვილია,ვიდრე შეყვარება სხეულს გაუჩნდება ალბათ სებორეა. ღამე ლორნეტებით უფრო მხედველია სხეულს აათრთოლებს,როგორც გაელვებას, რომლის სიფაქიზეც ისე მეტყველია ცაზე ნარინჯისფერ ხაზავს შეღამებას. როგორც უაილდის ზღაპრულ პერფორმანსებს ჟინი პოეტური სხეულს გაუჩნდება, ზეცის კაბადონი მოჰგავს პერგამენტებს დგება პოეტური მუქი შეღამება. 2016
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი