პოეტებს სჩვევიათ თვითმკვლელობა


პოეტებს სჩვევიათ თვითმკვლელობა
მოსავთ სასოება რუტინული,
ახლავთ შეფერილი უმწეობა
ერთობ უბრალო და გარინდული.
სიტყვებს ალაგებენ სწორხაზოვნად
მათთვის ხეირია ანჯამები,
როცა შეაღებენ კარს ხატოვნად
სადაც აჩრდილია ნაწამები.
მათ ბედს განაგებენ მოირები
უნდათ დაემსგავსონ სეკუნდანტებს,
ვისთვის დედამიწა სამოთხეა
მათთვის დელგმაა და ჯოჯოხეთი.
როცა ჩამორეცხავს წვიმა კედლებს
სადაც სვეტებია შეკიდული,
პოეტებს სჩვევიათ თვითმკვლელობა
მოსავთ მწუხარება რუტინული.
2016

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი