ცაში კოშკები რისთვის ააგეს?
მაკრთობს ოცნება მიუსაფარი შორს ფანტელივით სინათლეც ქრება, მოუსვენარი შრიალებს ქარი მკერდს ეფინება ფოთოლთა წყება. ფოთოლი ცვივა როგორც ფანტელი ნისლის ქარავანს აშლის ღრუბლები, აქვითინდება ფოლკნერი, შელლი რიდეს მოიხსნის ზეცის უბნები. წამოვა წვიმა, როგორც სახადი და მოედება ქუჩებს აივნის, რამდენი რჩება გადასახადი ნუთუ ეს წვიმაც ასე გაივლის. როცა კვირტები გაიხსნის ბაგეს ოცნება მხოლოდ ნუგეშად რჩება, ცაში კოშკები რისთვის ააგეს? დავდივართ მარტო და მერე ერთად. რომ არაფერი რჩება საერთო რომ არაფერი იქნება მერე, წვიმა ქუჩებში ისე გაერთო ქარის შრიალიც ვერ შევიფერე. 2017
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი