თითისოდენა ბავშვი


„გული წაიღო იმან -
ისევ უმწეო დავრჩი,
როგორც ფოთლების წვიმა
და ფერმიხდილი ბავშვი“
   გობრონ აგარელი

ისევ უმწეოდ დავრჩი
თითისოდენა ბავშვი,
ქარი თუ არა რა ქრის?!
ქუჩებს უგონოდ აწვიმს.
შემომეგება კართან
კვლავ ჭირვეული მარტი,
უიმედობა ქართა
და ველოდები აპრილს.
ზეცა აჩაღებს სეტყვას
შენაშფოთები ღამის,
თბილისს ტფილისი ერქვა
და მას ბურავდა კვამლი.
ტფილისს ბოლავდა კვამლი
შეფოთლილია ზეცა,
გზაზე უმწეოდ ჩავლილს
მესმის ვარსკვლავთა ფეთქვა.
ცისფრად ანათებს მთვარე
ბნელი საღამოს ვარცხნის,
ლურჯი ფერების ზღვაში
ხელებს ამაყად გავშლი.
ისევ უმწეოდ დავრჩი
თითისოდენა ბავშვი,
ქარი თუ არა რა ქრის?!
ქუჩებს უგონოდ აწვიმს.
2017

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი