ზამთარი


მოვა აფთარი ზამთარი
მოვა პირბასრი თოვლი,
მოვა ეშერას გადავლით
დღეთა ნაღვერდალს მოშლის.
და მზე დაიწყებს დნობას
ქარი ილესავს დანებს,
ეშერას თოვლი მოვა
რომ არასოდეს დადნეს.
მოვა ზამთარი თეთრი
თეთრი დღეების რიგი,
დგება სიცივე კეთრის
ხმა არსაიდან ისმის.
მომელანდება თითქოს
თვალს გავახელდი დილით,
შემციცინებდა თვალში
მზისგან სხივები წვრილი.
ეშერას ახლა თოვლია
ცისარტყელები - ლურჯი,
თეთრი კაცები მოდიან
შენ კი დგახარ და უცდი.
2017

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი