გათენება


ღამემ შავბნელი ქურქი მოიძრო
შეხსნა პიჯაკის შავი ღილები,
უწინ შავბნელი ზეცა რომ იყო
ახლა მზის სხივით თუ ავივსებით.
მიმალულ ბილიკს სიბნელე ნთქავდა
ქუხდნენ ზეცა და ცის ვარსკვლავები
და მოდარაჯე ფინია კართან
ყეფდა სიფრთხილით და შეშფოთებით.
დათარეშობდნენ და ბოგინობდნენ
ქუჩის გადაღმა სალახანები,
ლუდით შემთვრალნი და ბოგირებზე
სვამდნენ უჩუმრად თავს გახელებით.
უწინ ცა იყო ბნელი ასეთად
კაცები ჰგავდნენ უჩინმაჩინებს,
უჩუმრად ბნელში ხმები ისმოდა
ქვას ფეხი წავკრა გადამარჩინე.
ღამეა მუნჯი, ვით ამ ხის კუნძი
ღამე ბნელი და ღამე უსიტყვო
და ერთი ფიქრი მჭირდება მხოლოდ
რომ გათენება მოვისურვილო.
2017

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი