საცალფეხო გზებზე
საცალფეხო გზებზე ვდგებით ნისლით დაფარულნი თუნდ მეწყერმა ჩაგვიტანოს, ან თუ დაგვკრას მეხმა, შორით ისმის კივილია ქუჩების და უბნის კაცმა ცხვრები აბნეული გზიდან გადარეკა. საცალფეხო ბილიკებზე მივაბიჯებთ თრთოლვით გვეშინია ნისლის ტბაში გზიდან გადახვევის, ეწვეთება ფიფქები და თითქოს მოდის თოვლი ჩაქინდრული უბნები და თავდახრილი ხევი. აშრიალებს მუხებს, ჭადრებს შენაციებს ქარით თოვლის ფიფქი რტოებს ეკვრის თითქოს მაგნიტივით, ჩემი თავი მეზმანება მოჩვენებად დადის მდინარეა გალუმპული და ზედ გდია ტივი. ივერცხლება საღამო და მოდის ღამე მთვრალი ვერ გაიგებ რას აპირებს, რას ჩაიდენს ანდა, ჩიტი უსტვენს მელოდიას და არ ისმენს არვინ ელვამ დაჰკრა ნისლი მთებში ჩუმად გაიფანტა. გაიწმინდა საცალფეხო ბილიკი და გზები ვით ფოთლებმა აკაციის, მთებმა ჩამოთოვა, მთებში მიქრის ბედაური აღებული გეზით მენატრება აკაცია ახლა როგორც თოვა. 2017
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი