მარტოობა
მარტო ვარ როგორც მატარებელი ლიანდაგებზე მიდის თავისთვის, არ ყავს არავინ გვერდით მხლებელი და ქარიშხლიან გზებზე დავიწვი. წარმკვეთა სასო, სმენის უნარი ჩამესმის როგორ წივის რელსები, ტკივილი ჩემი გაუხუნარი ხელაპყრობილი მთანგავს ეჭვებით. ჩემი მოძმეა ახლა ბურუსი თვალი ნისლების ტბაში ჩავძირე, როგორ მეძახის მესმის უკუნი ვუახლოვდები მე მის ნაპირებს. ახლა მარტო ვარ, ვით საქანელა ბავშვი მოწყვიტა თითქოს საპყარმა და საქანელა მის თავს არწევდა დრომ დავრდომილმა ისიც გალახა. ღამეც მარტოა, მატარებელიც და ჩემი თავი მათი საკინძე, რომ ისევ წივის, წივის რელსები სიმთვრალით სძინავს ღამეს საშინელ. დაღამდა თითქოს ღამე კი ბორგავს და გახელილი დარჩა თვალები, გაუხუნარი წყვდიადი მოსავს თუ დამწვარია შუქთა ალებით? მძაფრი სურვილით ღამის ბინდები ენას იგლეჯენ,სახეს იხოკენ, მე ქარიშხლიან გზებზე ვიწვები თავშესაფარი ვერსად ვიპოვე. ჩამესმის ქარი როგორ ჩურჩულებს მე მატარებლის რელსებს მივყვები, ვით, მონაზონი უკუნ ღამეში რწმენით აღსავსე, როგორც იჭვებით. 2017
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი