მიწისძვრა
ისე იძვრის დედამიწა, თითქოს მთები დახტის თუნდ მინდვრებზე მიჭენაობს ჯოგი გორაკების, სისხლმა უნდა ამოხეთქოს ვერ იჩერებს ლახტით მთები, თითქოს ეშინიათ უცხოს მიკარების. მთები დახტის ნაფეხურებს ავლებს მდინარეში, რამ შეშალა დედამიწა ასე გაფითრებით, თითქოს ძალა ემატება ვერ გამძღარა ლეშით, თითქოს უნდა რომ შესანსლოს - მირბის ხარირემი. მიწისძვრაა, ჩამოთოვა კორპუსმა კედლები დაიშალა ანაგები სახლი ქვის და კირის, თუ მართლა მეჩვენება,იქნებ მართლა ვბერდები ყვავილს ბუტკო დაეშალა მარტოა და ტირის. გაბზარული კედლის ისმის კვნესა,ვაი-ვიში შენობები დაინაცრა თითქოს ქაღალდივით, რტოებს მუხა დაქანცული, მოხრის თან გაიშლის თითქოს თბილისს შეესია ჯარი რუქნად-დინის დედამიწა მხედარივით ვერ იოკებს აღვირს, შფოთავს ვეღარ იმორჩილებს და ეშვება ხელი, თითქოს უნდა შეისვენოს შვება ქონდეს დაღლილს სიმშვიდეა ერთი წუთით სდუმან მწვერვალები. ნუთუ მართლა მიწისძვრაა, თუ ვულკანის ფეთქვა ხან მწვავდება - ხან ცხრება, ჭრილობას აყრის მარილს, ინაცრება - ამ სამყაროს რა სახელი ერქვას? ფოთლებს ხვეტს და ქარი ნაცარს თავზე გადაგვაყრის. ცა გვეხურა მუზარადად, თუ დაგვიცავს? ახლაც ჩაირაზა კარ-ფანჯრები მტკიცე საკეტურით, მაგრამ ზეცამ მზის ამოსვლა ისევ განაახლა თითქოს ახლა მზე გაცოცხლდა შეუცვალეს გული. 2017
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი