კალატოზები


კალატოზები ზელენ ამ თიხას
მზემ ცისკრის კარზე ინათა ადრე,
როგორც ენძელა და ვერონიკა
სასახლეები ჩუქურთმებს გავდნენ.
მოჩანს მწვერვალად გარემოცული
სვეტიცხოველი და ანანური,
ტაძარს ამშვენებს ცეკვა ხორუმით
ვით მომნუსხველი და საკრალური.
თეატრალურად ხატავენ სურათს
ბაზილიკა და მონუმენტები,
ლითონებისგან ნაშენებ გუმბათს
კალატოზები ზომავს მეტრებით.
გავს მონუმენტი მოპირკეთებულს
მას აშენებენ თიხით,ქვითკირით,
მამადავითზე დგას მშენებელი
და ისევ ძველ დროს უხმოდ მისტირის
და აგონდება სამცხე, ვარძია
დიდი თამარის ნაქანდაკარი,
ჟამმა უდროოდ როგორ დანისლა
,,ნადიდგორალი,ნაშამქორალი“.
იხსენებს გელათს მოვარაყებულს 
დაცემულს ისეთს,როგორც ედემი,
ისევ სჭირდება მოვლა დანგრეულს
რომ გვამშვენებდეს საღი კედლებით.
კალატოზები კი ზელენ თიხას
შესანიღბავად ძველი თბილისის,
იქნებ მოვიდეს და რამე მითხრას
ფიქრობს ქვითხურო, სხვა კი ვინ იცის,
როგორ ატყვია ნაჭრილობები
ძველი თბილისის გარეუბნებსაც,
ზელენ ამ თიხას კალატოზები
და გუმბათები მოჰგავს უტევანს.
საბელი საბელს ჩამოეკიდა
აღსდგეს ერთობა რომ პირვანდელი,
მოედინება ჯგრო მოედნიდან
და საქართველოს კვლავ ხილვას ელის.
მე საუკუნო ერთობის ძალამ
ვნახე ჭიშკართან როგორ ჩათვლიმა,
ახლა კვლავ მიწევს ამ გზებზე გავლა
და ჯგრო მოადგა თბილისს ქართლიდან.
აღაგებს სახლებს ,ელის ქვითხურო
გაფანტვას ღრუბლის,გამოდარებას,
მე ამ ერთობის მჯერა მით უფრო
სანთელი ტაძრად რომ არ ჩაქრება.
კალატოზები ზელენ ამ თიხას
მზემ ცისკრის კარზე ინათა ადრე,
როგორც ენძელა და ვერონიკა
სასახლეები ჩუქურთმებს გავდნენ.
2017

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი