გალაკტიონ


ზეცა ოქროსფრად რომ იელვარებს
და ტყეს დაფარავს მთვარის ჩრდილები,
შენ,გალაკტიონ, ამ დღეს მესამე 
თასი ასწიე, ზეცის მხილებით.

შენ უწყოდი თუ ცა გაბადრული,
სახეს უდროოდ შეიჭმუხნიდა,
როგორც ღუმელი,ცა გაკვამლული 
ორთქლებს ისროდა თითქოს ბუხრიდან

და კაშკაშებდა... შენი სახელი
ეწერა ღამით გაკვამლულ ცაზე,
თითქოს ღრუბლები ედგა საშლელით,
მაგრამ ვერ შლიდა წვიმით შენს სახელს.

შენ,გალაკტიონ, უწყოდი ამ დღეს
გველოდა წარღვნა, ცის მრისხანება,
გადაიჭირა ღრუბლებმა სახრე,
წვიმა გვესხმოდა თავს ნიაღვრებად.

შენ კი იდექი, ვით ქანდაკება,
შენკენ მომავალს ამსხვრევდი ანძებს
და ამოშანთე ცა ქარაგმებად,
ახლა შენს სახეს თვალებით ვარწევ.

თვალწინ მიდგახარ, შენ პოეზიის
რომ იშვი ზღვებში და მდინარეში,
ღამე იწვოდა ცა მოოქრული
შენი მხურვალე სიკაშკაშეთი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი