აჭარის სიო


ქარის შრიალი აწვება ჭადრებს
უხმოდ  მოისმის ქვითინი სიოს,
მიწა მწერებმა ბოლომდე დახრეს 
მხოლოდ ვერ სძლიეს ციხეს გონიოს.
აამეტყველებს ზვირთებს ჭოროხი
მის შესართავთან დგას აფსაროსი,
წამოუბერავს სიო აჭარის
შავ ზღვას გადივლის, ვით ალბატროსი.
მალვით მოივლის მხარეს ჭანეთის
ლოცვას მოყვება როგორც მატათა,
ზეაღმართულა ზღვაზე პალმები
ჭია-პეპლები დაქრის ფანართან.
მზეს შავი კუპრი გადაეფარა
ფართო ფანარი ანათებს ღამეს,
სძინავს ბათუმსაც, კურთხეულ ქალაქს
არ სძინავს მხოლოდ ციხეს გონიოს.
შავი რკალები ცას ახვევია
როგორც ამ მიწას ჭია-პეპლები,
მაღლა მთაა და დაბლა ხევია
გაღმა მინდორზე ყრია ბელტები.
ქარი მოჰყვება ლოცვად არიას
თითქოს რაღაცას ჩუმად ბუტბუტებს,
ცაში გაისმის ავემარია
ჩამოეკიდა სიო კუნწულებს.
საწუთრო ნიშნად ძღვნად სიკეთისა 
მიედინება ვით კაკამარი,
ხოლო გონიო მბზინავ ელვისფრად
დაფარულია ვით ცის კამარით.
სიო უბერავს, ღამით ღრუბლები
მოერეკება ვით შავი ლავა,
დგას ხეივანი პალმის ხეებით
მწვანე ფოთლები იწვება ქარვად.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი