დილა
ოჩოფეხივით გაშლილ მდელოზე ნისლი შუაგულს ფორთხვით დაბობღავს ფიფქების მოსვლას მთები ელოდნენ უეცრად ბორცვზე ნისლი გამოჩნდა შემკრთალი ნისლი ხლართავს აპეურს მინდვრის წალკოტი ხევში იღვიძებს ვხედავ ვენახებს წლობით დამშეულს და ბილიკები თეთრად ვიხილე შორით ჭექაა ,ქუხილის მსგავსი მეხის ტყორცნაა, ვით ზარბაზანის სუფრის ბოლოში დამჯდარა მახვში ვით მეომარი და ფარნავაზი ღვინო ჩქეფს ჯამში, როგორც ჩანჩქერი გარეთ კი ნისლი აპეურს ხლართავს წკნელებს ვჭოკრავ და მზეს შორს გავცქერი წევს ფიქალივით ფინია კართან ღამის ზმორებას მზის სხივი მოჰყვა იღვიძებს მთა და ღამის მსტოვრები კედლის ბოლოზე დაკიდულ ხონჩას რთავს შუქი თეთრი იაგუნდებით ბრწყინავს მინდორზე ჩალის ღერები მთებს გაუხდია შავი ძაძები მდინარე ბორგავს და გახელებით ტალღებს ვერ აწვდენს ჩიტებს გაფრენილს დილის მორევში იწვის საბძელი გაფრენილ ჩიტებს ვერ დააბრუნებ მიკვირს ამ დილას როგორ გავძელი გულს იმედები გაანადგურებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი