კლდე
კლდეო გიცქერ, უფრო მაღალს აფრქვევ ღორღებს ირგვლიც ვაკეს წიფელი და რცხილა გახმა სულნი მათნი მიიბარეს. ასე ამაყს შურდულივით მზერას მთვარე გიასმაგებს შემოგხედავ გულში ვყივი და მინდვრები იცვამს ვარდებს. ბიბინდება ნორჩი ყანა მაგრამ მაინც ხარ ამაყი სისხამ დილით ადრიანად მიწას ღვიძავს, სდის ბალახი. იფურჩქნება ვრცელი ვაკე თერგი ტალღებს აჟღარუნებს შენ მოწყენით გხედავ ამრეზს ურჩ ბედაურს,ქარებს უტევ. ნისლი ჯარად გახვევია შენს მძლავრ შვერილს ქარი ლოკავს შენი სული კი გემია იძირება, გახრჩობს ლომკაცს. მთვარის შუქი თავზე გაზის შეგხედავ და მზე იწყება ქოხში ღვივის საფერავი და ბუხრებში ცეცხლის წყება. კლდეო ცამდე მაღალი ხარ ხან კი ლღვები ყინულივით შენს ფერდობზე აყვავილდა სუროები ხელგაშლილი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი