აჭარის მოტივზე


ინთება შუქი, კრთება ფუტკარი
შეიშრიალებს მწვანე ჯაგნარი
დაფარულია ველი მუხნარით
მთებს გადაუვლის სტვენა აჭარლის.
შეიბარბაცებს მთები ლომგული
ყანლისმთა, ხევა, თაგინაური
მთებში ჩამდგარა სახლი ოდური
და სილამაზე ჯერ არნახული.
რუხ ჯაგნარებში დაქრის ფუტკარი
შესვას ხორთუმით ყვავილის მტვერი
საყუდისთავი ერთობ უძრავი
ფუტკრის ქროლაში დამთვრალა ეშხით.
დადუმებულა აჭარისწყალი
შავშეთის ქედიც დადუმებულა
იწყებს ბუდიდან ყარყატი ჩხავილს
ცა ვარსკვლავდება და დუმს გლეხურად.
სოფლის ბოლოში პატარა ბიჭი
მისდევს დაღმართზე ბურთს ყირამალით
ზეცის სიუხვე და ფეთქვა მიწის
გულში შემოდის, ვით იანვარი.
ბიჭი დაღლილი ბურთის დევნაში
ზურგს უკან ქარი ეპოტინება
დედა შეხედავს ტირის ედგარი
შებარბაცდება დაღლილ თითებად.
ზეცა ღამდება და მისი ფეთქვა
ველზე გაშლილა, ვით ბაირაღი
ზამთრის ვეება სუსხიან ზეცას
მიმოუქარგავს ველის წიაღი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი