მთვარეა მონადირული


მთვარეა მონადირული
ცისკრისას იწვის წალამი
დანამულია მთის გული
ის მშობლიური აკვანი
ნამით შემკული მთა - ველი
ველზე მბზინავი კოპიტი
ცისკრისას დედა ქაშვეთი
თვალებს აცეცებს ორბივით
მთვარეა მონადირული
ნამი ახარებს მოლაღურს
ცისკრისას თბება მთის გული
ჰგავს დედის ცრემლით მონამულს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი