ყომრალი ღამე
წამოდგა ვიღაც, ხეების ჩრდილში გადააგორა ვეება ლოდი ტყის შემზარავი გოდება ისმის ღამის ნისლები თოვლივით მოდის. ბილიკს გაუყვა თოხარიკივით და ვინმე კაცი მიარღვევს ნისლებს ზვიადად წასცდა ხომლსაც სიცილი და ბედაური ჭიხვინებს იქვე. იხსნება ზეცა ბროწეულივით რაშის ფლოქვები დალეწავს კირქვებს ვით შეუძლიათ ყორნებს დუმილი ჩხავილი გააქვთ გახლეჩილ ცისკენ. წამოიშალნენ ღრუბლის ნაბდები ჭილყვავებივით ედება ბაღებს ვხედავ ყვავილებს ყომრალს, დაძენძილს ღრუბელი ეკვრის ბუშტივით მჩატე. და ცაც უთვალავ ვარსკვლავებს ითვლის კილომეტრების იქით ღამდება ყვავილს გადუფრენს პატარა ჩიტი და მიაშურებს კიბეს საკენკად ხორბლის ნამცეცებს ნისკარტს შეავლებს პატარა ჩიტი და ცეროდენა ღრუბლის ნაგლეჯის ცისფერ ეტრატზე სტვენას საამურს შლის ექოებად. და სადღაც ვიღაც ბილიკებს ითვლის დაღამებია ტყეში და მთაში სტვენს საამურად პატარა ჩიტი და ცაც ღრუბლების ყაბალახს გაშლის. ტყეც ნაცრისფრდება, ცაც ნაცრისფრდება ვიღაც ნაცრისფერ ბილიკზე მიდის ზეციდან ბარდნის ნისლები წვება კიბეზე კენკავს პატარა ჩიტი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი