ბინდი
ნელა ეშვება საღამოს ბინდი ცივი ყინული ადნობს რიკულებს, ჩასძინებიათ ხეებს მზის იქით როცა არაგვი სამჯერ იხუვლებს, მთვარე გაჩნდება შუქთა მთესველი სხივებს ვერცხლისფრად გამოანათებს, ო, ეს თვალები ასე მეტყველი ბინდისას რატომ შემომანათე. აკიაფდება ვარსკვლავთა ჯარი ქარს გაჰყოლია ზღვის მელოდია, როცა არაგვი ლურჯ ზვირთებს გაშლის ზღვის დინებები მას ემხრობიან. შლეგი ქარები გამიტაცებენ სირაჩხანისკენ ლურჯი ზვირთები, შენ კი ისევე თვალებს მაცეცებ მახსოვს შეკრთომა გუშინწინდელი. ო, მოგონება როგორც სიზმარი აკელაპტრდება შენს ნარცისებზე, შეღამებისას როცა იმ ყმაწვილს მღელვარე გულით თუ გაიხსენებ, მოგელანდება ღია სარკმელი და მისცემიხარ ეიფორიებს შეღამებისას თავბრუს მახვევდი დილით ფიქრებიც გაიყოლიე და დავრჩენილვარ უსულო ქვევრი ბინდში დავეძებ ციცინათელებს, ლურჯი ზვირთების და მთების ზევით კვლავ შეკრთომილი მთვარეს ვახელებ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი