მზე მიადგება როცა მთის კალთებს
მზე მიადგება როცა მთის კალთებს ბაღში ჯაგნარი გაიყვავილებს ნეტავი მომცეს ფრთები საფრენად მთებს შევმუსრავდი და ზღვის ნაპირებს. ნეტავ მასწავლა მთების სიმღერა ლექსის შარბათი გულზე მდიოდეს ისეთი ცეკვა შემაძლებინა რომ ნაკვესებით ზეცაც იწვოდეს. მაისის შუქმა ზეცა გაფლითოს და ფეხაკრეფით მისწვდეს მწვერვალებს შეუშრობელო დედის მანდილო სამშობლოს ხატად გადაეფარე. შენ კი სამშობლო ლაჟვარდიანო ქუხდე, ელვა ხარ ხმალბასრიანი გამრჯესავით რომ თავაზიანობ წარმომშობელო შენ ამირანის. მზე მიადგება როცა ხეობებს ნაწნავებს ჩარგავს მინდვრის წიაღში და გარიჟრაჟზე დილით მეორე სითბოს შარბათად მთის გულს მიახლის. იქნებ მოსწყურდათ ქორბუდა ირმებს წყაროს დაეძებს ნუკრი ობოლი ტიალო ცაო იქნებ გაწვიმდე მზესაც დაადნობს მთები როხროხით. და იგრძნობს ნამის მშვენიერებას მთის ყინვარები მზით გარუჯული ჯანღისმაგვარი ტრამალს ეკვრება თუ მორი გდია გზად გალუმპული.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი