ზეცის ნიღაბი


ზეცის ნიღაბი შავი და თეთრი
თეთრ ტილოზე კი იღვიძებს დილა
შავი ტატნობი ლაჟვარდის ფერით
სიმხურვალეში ვარსკლავებს ძირავს.
ნახატი მზის და ნახატი მთვარის
შავ - თეთრ ტილოზე სხედან ჩიტივით
მზე აფრინდება ,სხივებს ფენს ზღვაში
მთვარე მუნჯია, მსგავსად ირისის.
მზე ერთ დღეს მეფობს,მთვარე მორევში
ლაჟვარდოვანი მთვარე შავი ცის.
მზე დაეშვება ციდან მოსხლეტით
და აფრინდება მთვარე შაშვივით.
ზეცა ჩახჩახებს შავ - თეთრ ფერებად
დღისით თეთრი რძე ციდან იღვრება
მსგავსად ნათელის ზღვას უერთდება.
ღამით მთვარე ჰგავს გაშლილს წიწვებად
თითქოს ლაჟვარდი მხარზე არტყია
და ზღვები მოგავს უძირო ჭურებს
ცეცხლის ბურთები ცაში აჭრილან
და ვარსკვლავებად ქცეულან თურმე.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი