გიშრის თვალებით
ცამ გაახილა გიშრის თვალები მზე დაეხატა გიშრის წამწამებს ჰგავდა ვარსკვლავნი ცაზე გაფენილს თითქოს ლავაშნი თონეს დააკრეს. ის მწველი ღამე დილამ დანისლა ახლა რომ გვიმზერს გიშრის თვალებით დუმდა კედლები დარიალისა როგორც ძირძველი სარკოფაგები. ცამ გაანათა ღამე ეჟვნებით აამეტყველა ლოდი მდინარის მიწას უბოძა ლაღი ფერები და შეარხია გულის ფიქალი. დილამ დაწურა ყურძნის მტევნები თუ მზემ კაშკაშამ სხივი დაღვარა ჩვენ შემოდგომის მოსვლას ვესწრებით სხივი ემცვრევა ახლა ან ქალაქს. ველზე ბიბინებს ნორჩი მოცხარი დათრთვილულია ტევრი შუქებით ღუღუნი გააქვს წყაროს ონკანის ჩვენ შემოდგომის მოსვლას ვესწრებით. გიშრის თვალებით ზეცამ დაგვხედა და გვიწყალობა მადლი გიშერის ცვარი აპკურა გომბორს, ნაქერალს მაინც ღაღანებს ყანა შიშველი. ტყემაც მოისხა გიშრის თვალები ყვავის კენწერო და თავთავები სიცოცხლე ჰგავდა დათვლას წამების უსულო ყანა უფრო დარცხვენილს. ღამით ღრუბელმა ზეცა დანამა დილით მზემ სხივი დასცა ცის კარავს და დედამიწა იშრობს მუზარადს მერე მოიცვამს სამზეო ხალათს. ცამ გაახილა გიშრის თვალები მზე დაეხატა გიშრის წამწამებს ჰგავდა ვარსკვლავნი ცაზე გაფენილს თითქოს ლავაშნი თონეს დააკრეს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი