წიფლის ხეები გვიმზერდნენ ურცხვად


წიფლის ხეები გვიმზერდნენ ურცხვად
ჩემ და შენ შორის ელვად გამოკრთა
ეს სიყვარული და როგორც სურა
დაიმსხვრა გზებზე და შევრჩი ობლად
ნოემბრის დილას. მე შენ გხედავდი
მიირწეოდი, ტანს ალვად ხრიდი
გულში გამერჭო, როგორც ეკალი
ეს სიყვარული, ვით მაინ რიდი
მეგონა ტკივილს ამბად შევთხზავდი
თითქოს ნოტიო ქაღალდზე ვწერდი
და არ მესმოდა ხმები, ვიყავი
განზე გამდგარი უძრავი კერპი.
წახვედი თითქოს, სული გაფრინდა
სხეულს აღმოხდა სევდანარევად
ისე წახვედი თითქოს დაბლიდან
გიყურებდი და ჩანდი მარტივად.
წიფლის ხეები გვიმზერდნენ ურცხვად
ჩემ და შენ შორის ელვად გამოკრთა
ეს განშორებაც, დამსხვრეულ სურას
წვეთი სიცოცხლე უცებ აღმოხდა.
2018

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი