ბარათი სატრფოს
ხეები ზამთრის ქარბუქში იწვის დნება ფიფქები უანგარიშოდ, წელთა სიმრავლე ჩამდგარი მწკრივში მიჰქრის, ბავშვობა მასზე ზარნიშობს. გონების მკაში წლები გავლიე დამრჩა სიტყვები დაუხარჯავი სათქმელს ვდუმდი და შერჩა გალიებს უთქმელობა და სიტყვა ნაჯაფი. ცა საპარტაძლო კაბით ირთვება არ ეპუება ქარბუქს ზამთარი, ბარათს გიგზავნი საპატიებლად მე რომ გაგზავნე ელვის ხანძარში. სატრფო გულისა ვინ დაივიწყოს ვინ შეთხზას მასზე ცრუ მოგონება მზე ჩაესვენოს და არ იხილოს სიტკბო რომელიც მის ღიმს შერჩება. მინდა სიკეთე ჰგავდეს სინათლეს სიბნელე როცა არ ეკარება დიდი ნათელი მის ფსკერზე ჩანდეს დარი რომ ვეღარ გაავდარდება. ოთხი ზამთარი გამოგიგლოვე დღესაც შემომრჩა მცირე კურცხალი ბარათში ჩაკრულ სიტყვებს გიტოვებ რაც შენს მაგივრად ბარათს ვუთხარი. ღვიძლ დედასავით მტლად დაგედები სევდას გავფანტავ უკიდეგანოს, თუ სიზმრად მაინც მოგევლინები შენი სათქმელი გთხოვ რომ მიამბო. ბარათში ვახვევ გრძნობის ნაჟურებს ვატან ქარბუქის მშფოთვარე ხელებს, იმედის მარცვალს მასში ვაპურებ იქნებ ოცნებით შევხვდებით მერე. 2018
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი