საღამო
მზესაც დაეტყო თვალის სიელმე წვება საღამო ლაჟვარდის ფთილა, კოკრისთვალება ახლა პირველად ცაზე ვარსკვლავნი ამოგვირისტდა. გაშრა მიდამო მზის საბანივით ზანტად მილულდა ღრუბლების ჯიღა, მწვანე მაღლობზე ნარინჯისფერი ტყის პირს იელი ამობიბინდა. დაცხრა მინდვრები მზით დასიცხული მზე გადაეშვა ჩასაყვინთავად, დადგა საღამო მფენი სიუხვის დილა უკუღმა გადატრიალდა. უყეფს საღამოს დაღლილი ძაღლი ნამს თვალს უხუჭავს გრილი ნიავი, ცაზე გაევლო უწვიმრად ღრუბელს მილასლასებდა წიავ-წიავით. 2018
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი