ნოსტალგია
წამოზიდული ნისლი მთებიდან თვალსა მეკვროდა, ვითარ ნაცარი ცრემლი თვალებზე რისთვის მედინა თუ ვერ ვიხილე ბოდბის ტაძარი და დავიფერფლე ელვის ხანძარით თუ ვერ ვიხილე ძველი ბორჩალო და ხალიჩები ბორჩალოური თუ წუთისოფელს შევრჩი ბოგანოდ მოკვდა იდეა, მოკვდა ლოზუნგი მაშინ რად მინდა ხონჩა მოდური ვერ გადავცურე გზად შულავერი თვალზე ნისლებმა ცრემლი მადინეს გამახსენდება მე რუსთაველი თუკი ფიქრებმა გამინაპირეს როგორ მაწვდიდა ტაბაკს მაკრინე ნისლი მეხვია,ვით სარეველა გულს ვიმშვიდებდი „თამარიანით“ მომაგონდება,ვით საფერებლად გურული ოდა ,თაკაბიანი. ალაზნის ველი,თამარიანი გიგანტიური ალაზნის ვაკე, გომბორის ქედით,ივრის ზეგანით გადაჭიმული ვითარცა ფართედ და მონავარდე თავზე ქედანი ვით მომნუსხველი ლაღი ხესავით თუ ვერ ვიხილე ცა მსხმოიარე ცა ვარსკვლავებით განათებული რითი ვუშველო დაჭრილ იარებს დავიწვა მაშინ მწველი ალმურით ვითარცა ბრუნო სახელგანთქმული. და ჩემი ფერფლიც ცას გაატანონ ცაში მქროლავი ნიავქარებად ვიხილო სამცხე-საათაბაგო დანისლულ თვალებს დარჩეს იმედად თუ ეს ფიქრებიც შვებად მექნება. 2017
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი