ჩემს საფლავს
ალბათ ჩემს საფლავს გაანათებს ცეცხლის სვეტად ჩამოშვებული მზე და ჩემს სალოცავ ბარათებს ქარი წაიღებს, როგორც ველური, იფრენენ მერე უსასრულოდ სადაც ჩემი მეფისტოფელი დაწვავს, დაფატრავს, ის უგულო. ჩემს ბარათებს ალივით ცხელი მოეკიდება სინანული და დამიტირებს უნუგეშოდ როგორ მძიმდება - ჩემი წარსული ცხელ ქვიშაში ჩაფლული ნეშო. ჩემს საფლავს ყვავი გადაუვლის გაკაწრავს სვეტი, იყივლებს დილა დაინთხმება შხამის აურა ჭაობს ჩარეცხავს და ლივლივა მზე ორწოხებში ლილისფერი შუქით გამურავს ბნელ ხვეულს სადაც ჩემი სული იქ ელვით სალოცავ ბარათით გვემულა. ჩემს საფლავს დაფარავს მიმოზა სვეტს ცეცხლისას მხრებზე შეისვამს მერე მზე თვალს ჩემგან მილულავს ცეცხლად დაადგება კეისარს. 2019
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი