ქარი ღრუბლებს ფანტავდა


ქარი ღრუბლებს ფანტავდა
რეკდნენ სამთავისები,
ხმაჩახლეჩილ არაგვთან 
ფრენდა სერაფიმები.
ამშვენებდა სამთავისს
თვალხატულა ირმები,
შესართავთან არაგვის
მოკაზმულა იფნები.
განაბული სუმბული
შრიალებდა ნაპირას,
მზერა ჰქონდა ქურდული
შესცქეროდა გარიჟრაჟს.
2017

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი