გაზაფხულის შემოსვლა
ხეები კვირტებს გააღვიძებენ და გაზაფხული ჭრელ კაბას იცვამს, მზე გაბადრული ავა მთის წვერზე მზემ დაჰკრა ბალახს და გააღვივა. დიდრონი მთები გაახელს თვალებს მზე ათბობს ველებს, ვით შეშა ღუმელს. ყინვებმა თასი სულ გამოსცალეს კოკისპირულად არც წვიმა უშენს. ჩქერებიც სითბოს დაატარებენ გაზაფხულს ელის მთები ჭაღარა, მზით გარუჯულნი ჰგვანან ტრაპეზებს სანამ თოვლი და ყინვა დაჰფარავს. ზღვა ჩაიგუბებს სხივების კონებს აღუღუნდება, როგორც ბუხარი. ღრუბლებმა უკვე მინდვრები მორწყეს და მინდვრებს ახლა სხივი უხარით. მზის ქვეშ იები ირჩენენ წყლულებს გაწოლილია სითბო ტევრებზე, ხეები კვირტებს მოისხამს ულევს მინდვრები სხივებს ზურგზე ივლებენ. ეს გაზაფხულიც იქამდე გასტანს ბუნიობიდან მზებუდობამდე, ლოყაწითელა ყინწვისის ატამს სანამ ივნისის შუქი ტორავდეს. 2018
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი