ჯაკალე
შორს ნისლებში ჩაკარგულა ტყესთან ჩემი ჯაკალე, აღარც არფა, აღარც ნოხი აღარც ჩორთი, სათვალე. ცარიელი იყო ფაცხა სუსხი იდგა სარკმელთან, გარეთ ქროდა ჭალიკონი და ფარდაგებს არწევდა. იდგა ქოხი, ქვაბურები ნისლი თალხად ებურა ახლო-მახლო კაკლის ძირას და ტკივილებს აშთობდა. კაკლის ძირას ლუგაობა და გოშია მიყეფდა, ქარი ხვეტდა მტვერს, ბურუსში თვალი გზას ვერ იკვლევდა. ხვამლის მთაზე თოვლი იდო ქვაბურებსაც ათოვდა და ზეგანზე ცისარტყელა ლაჯვარდს ნისლით ამკობდა. შორს ნისლებში ჩაკარგულა ტყესთან ჩემი ჯაკალე, აღარც არფა, აღარც ნოხი აღარც ჩორთი, სათვალე. 2016
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი