იანვრის თვეში
იანვრის თვეში, მიწურთან ახლოს ცხენის თქარუნი სიშორეს ყვლეფდა, იყო უზადო, ვითარცა ტაროსს გამოსჭვიოდა თვალთაგან ელდა. იანვრის სუსხი ეფინა ხერთვისს იწვოდა ცა და ქროდა ხორშაკი, მიაჭენებდა ციალი ეგრისს გადიჯირითა მისხალ გორაკი. განვლო ენგური, მტკვარი, იორი მოისაკლისა, შეჩერდა ხევში, კავკასიონის ქედები ლურჯი და მისი თავი ვიცანი ჩემში. მე მაოცებდა მისი შეხედვა როგორც ზვირთები შენაკადები, და ჭალადიდის ციხოვანება უნაგირო და ნატერფალები. 2016
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი