ცა - ბაღების ხეივანი
ცა – ბაღების ხეივანი ვარსკვლავების მძივებს თესავს, თითქოს ბერი კვერთხით დადის ღრუბლებიდან ისმის მესა. ცისარტყელა გამოსჭვივის ჭიგოსავით აკრავს ზეცას, ხეხილნარებს აკრთობს სხივი და ზეცის თაღს კვერთხის ცემა. ცალკე ორი დუმს ვარსკვლავი ჩამომსხდარან ქალ–ვაჟივით სიტკბოს გრძნობენ, ვით მაყვალის სითბოს გულის გაბარიტნი. მოლაღურის სტვენა ისმის ხეხილნარის შარიშური, დარაზმულად ცვივა ფიფქი ბაღს მოთეთრო ზეწარს ჩუქნის. ცაზე დადის ბერი მთვარე მოწყალებას უხვად გასცემს, ცა ვარსკვლავებს – ისხამს ანწლებს ინაზება მეტად ღამე. ცა – ბაღების ხეივანი ვარსკვლავების მძივებს თესავს, თითქოს ბერი კვერთხით დადის ღრუბლებიდან ისმის მესა. 2018
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი