მშობლიური ჰანგები
ციცაბო კლდეზე გადამხმარ იებს შორი მზერითა ვეალერსები, ქვეშ მუჭა მიწა გადავაპნიე ვგრძნობ სიყვარულით მეცა ვბერდები. არ ვუშინდები კუნაპეტ ღამეს მათრობს ჰანგები მეც მშობლიური, ერთ მუჭა მიწას იებზე ვაპნევ ვით დამაპნევენ მიწას შვილები. ვუმზერ მიდამო გადაგლესილა ჩამოსწოლია მკაცრი ბურუსი, მჭკნარი ფოთოლი მკლავზე მეწვინა აი იმ კლდიდან ამოქროლილი. მკაცრი ზამთარიც აღარ მაშინებს თუნდაც სიბერე თავზე დამადგეს, მახსოვს ტაძრისი,თორი, საკირე ახლაც ბავშვობას იქაც დავყავდე. მენატრებოდეს ისე სოფლები ვით გარდაცვლილი მამა-მშობელი, ისინიც ჩემებრ თითქოს ობლები კუნაპეტ ღამეს ჩანან მოწყენით. ვგრძნობ დამათრობელ მშობლიურ ჰანგებს მიდამო ლხენით როგორ მოუცავს და გადამხმარი იები ჰგავდეს თავის სამშობლოს ერთგულ მოურავს. 2018
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი