მიწა მეტყვის თუ რა იყო


მიწა მეტყვის თუ რა იყო
ეს ცხოვრება საძრახისი,
სიკვდილს ჩემსას გამოიცნობს
სუნთქვა მეცა არსაკიძის.

ვუერთდები ცის სამყოფელს
მესმა ხმა რუსთაველისა,
დავითსა და თამარ მეფეს
გვირგვინები თავს ეფინათ.

მახვილს ჭედდა გორგასარი
შერეოდა ზეცას ხორცი,
ვით უდრეკი მეომარი
დაღლილ იყო თითქოს ომით.

თითქოს ბურანს შევერიე
ვით ეს ყანა მცურავ ნისლებს,
ძემ ჩაგრული ივერიის
თვალი ძლივსღა გავახილე.

ვიხილე თუ ანგელოზი
და ვირწმუნე მაშინ ღმერთის,
შევღაღადე თავის მოხვრით
განგმირული გულ და მკერდით.

მიწა მეტყვის თუ რა იყო
ეს ცხოვრება შარლატანი,
ბილიკებმა წვიმა იგრძნო
დაფარულმა მაკადამით.

ორლესული მახვილივით
წამოვიდა ციდან სეტყვა,
დღის და ღამის საჭრეთელი
გადაიქცა გულის ფეთქვად.

ზეცას მუქი ლანდი გასდევს
აღიჭურვა ვარსკვლავებით
და მოირგო თავის თავზე
ვით მყვინთავმა სკაფანდრები.

მიწა მეტყვის თუ რა იყო
ამ ცხოვრების გამოცანა,
წვიმამ ჩემში გადაიღო
სიდუხჭირე მსდევდა ვალად.

მიწას და ცას ვუერთდები
ხორცი მიწას, ზეცას სული,
შენიღბული უფლებებით
მწუხარებით, მოცულ ურვით.

ვით ზეგანზე ცისარტყელა 
ლაჟვარდისფრად იელვარებს,
მე სიცოცხლე იმერთხელაც
უიმედოდ შევიყვარე.

მიწა მეტყვის თუ რა იყო.
2017

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი